Brand Ambassador Vacancy

Back to the listing page

Deskomy-ს ბრენდ ამბასადორი

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „Deskomy” მსოფლიო ბაზარზე გასავლელად იწყებს გუნდის შეკრებას! გუნდში მოხვედრისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი იყოს რომელიმე უნივერსიტეტის სტუდენტი. უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტი გახდება დესკომის წარმომადგენელი სწავლის პერიოდის დასასრულამდე, თუკი ის წარმატებით გაართმევს თავს, წარმოადგინოს Deskomy საკუთარ უნივერსიტეტში.

Deskomy არის ონლაინ დესკტოპი, რომელიც საშუალებას გაძლევს მუდამ თან გქონდეს შენთვის სასურველი ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაცია, როგორიცაა: ელ-წიგნი, საპრეზენტაციო ფაილები, დავალებები და სხვა ელექტრონული სასწავლო მასალა. დესკომიზე რეგისტრაციის შემდეგ აღარ დაგჭირდება ლეპტოპის, ფლეშ მეხსიერების ბარათის და სხვა შესანახი მოწყობილებების ტარება, რადგან ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობიდან გაქვს წვდომა Deskomy-ს პირად ანგარიშზე - შესაბამისად, ნებისმიერ ფაილზე, რაც აქ გაქვს შენახული.

Deskomy 2015 წელს გახდა Microsoft-ის რჩეული ჰაკათონში hack TSU, ასევე იყო პროექტის „Startup მარანი“ მონაწილე და გამარჯვებული პროექტში „სტარტაპ საქართველო“.

მეტი ინფორმაციისთვის, დარეგისტრირდით: www.deskomy.com

ვინ არის Deskomy-ს ამბასადორი?

შენ შეგიძლია გახდე ამბასადორი, თუ :

ჩვენ გთავაზობთ:

დესკომის ამბასადორები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში და ღონისძიებებში, დაიგეგმება პერიოდული შეხვედრები თბილისში და გასვლითი შეკრებები ქალაქგარეთ.

თუ თვლით, რომ Deskomy არის ის სტარტაპი, რომელიც სტუდენტებისთვის საჭირო და სასარგებლო პლატფორმას ქმნის, ველოდებით შენს CV-ს (ინსტრუქციები გამოჩნდება ქვემოთ, ღილაკის დაჭერისას).

მონაწილეობის ბოლო ვადაა 25 მარტი (23:00)

გისურვებთ წარმატებებს!

პროექტის საკონტაქტო პირი : ქეთი ქარსელაძე / a2V0aUBkZXNrb215LmNvbQ== / 555 000 602

Apply to this vacancy